სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გუშინ მოხდა.

მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თქმით, ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ის განმარტავს, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც დავალებული არ ჰქონდა, ასევე, არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე სამუშაოდ ერთი კვირის მისული იყო.

მენეჯერის ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია “თ მ” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.