საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქო რეზიდენცია მღვდელთმთავართა ნაწილმა უკვე დატოვა .
წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ უკვე ისაუბრა .
მისი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.
ასევე, პეტრე ცაავას ცნობით, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.