მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 83.7 ქულით მე-7 ადგილზეა.
ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და ანგარიშის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია და ა.შ.
აღნიშნულ რეიტინგს ახალი ზელანდია ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი – სომალია. მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებს. კვლევაში მსოფლიოს 190 ქვეყანაა ჩართული.