გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,გურამიშვილის 34 ნომერში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
ამ დროისთვის შენობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება.