სოფელ ატოცთან შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები ცოტა ხნის წინ კვლავ გამოჩნდნენ. ოკუპანტებს ე.წ საზღვრის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

ქარელის მერის ,ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ტექნიკის და სხვა გადაადგილება არ შეინიშნება.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ატოცის განაპირას გუშინ დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს, ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოები განაახლეს.