მუღანლოში მოსახლეობასთან ღია შეხვედრის ფარგლებში გაჟღერებული საკითხები გადაიჭრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ,მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში ,დღის წესრიგში დამდგარი საჭიროებები გადაიჭრა.

მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირების ჩართულობით, სოფელში მოსახლეობის მხრიდან დაყენებული საკითხები მოგვარდა. კერძოდ, სოფელში გზის მოსწორების სამუშაოები განხორციელდა, უბნებში განთავსდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები.

აღსანიშნავია,რომ სოფელ მუღანლოში გზის მოსწორების სამუშაოები, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, პრობლემის დროებითი პრევენციის მიზნით შესრულდა.  მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გარდაბანში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში გზის კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმიმლი. 

სამუშაოები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ჩართულობით და მხარდაჭერით ხორციელდება.