ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი დაიწვა.ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.









