გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა გაქურდეს. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქურდმა რომელმაც შენობაში სავარაუდოდ, ფანჯრიდან შეაღწია სკოლის კომპიუტერული ტექნიკა წაიღო.
დირექტორის ინფორმაციით, სკოლიდან წაღებულია 7 ახალი კომპიუტერი.
ფხვენისის სკოლაში მომხდარი ქურდობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. წაღებულია 6 კომპიუტერი და 1 ბუკი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.









