შარტავას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლეს

რესტორან “მადაგონთან ” პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებსა და მუსიკოსებს შორის მოხდა.

Update:თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ სასიგნალო იარაღიდან მუსიკოსებმა გაისროლეს. გასროლა ორჯერ მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.ექიმებმა ერთ პირს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე რჩება კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც tv4-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 239 მუხლით დაიწყო,რაც ხულიგნობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თავდაპირველი ინფორმაციით,TV4-თან თვითმხილველები აცხადებდნენ ,რომ გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა.