„ჩვენც დავბერდებით“-„ქსენონში” ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს

ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს რუსთავის მოხუცებულთა სახლ  „ქსენონში” . პროექტის „ჩვენც დავბერდებით“ ფარგლებში , რუსთავის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულები მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს .

მოსწავლეებმა ხანდაზმულებთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომრები  შეასრულეს .

შეგახსენებთ , 1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წლიდან დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით.