ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის ტყე-პარკში ნარგავები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების და გამწვანიანების საკითხებში თანამშრომელი ქვეყნის, ავსტრიის წარმომადგენლებმა დარგეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ,ავსტრიულ დელეგაციას ტყე-პარკში უმასპინძლა.
ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაქს ჰეიგელსბერგმა , ავსტრიელ ჟურნალისტებთან ,სკოლის მოსწავლეებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტყე-პარკში 60 ნერგი დარგო.
კრწანისის ტყე-პარკი მართვაში ველური ბუნების ახლადშექმნილ სააგენტოს გადაეცა. შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.