ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში-დაშავდა სკოლის მოსწავლე

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის მოსწავლე დაშავდა. შემთხვევა მარნეულში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით,სკოლაში მიმავალ მეშვიდე კლასის მოსწავლეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა. მოსწავლის მდგომარეობა სტაბილურია,მიმდინარეობს სამედიცინო გამოკვლევები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.