“ამ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ”-მეუფე იოანე

რუსთავის ყოფილი და ახლა უკვე ქუთაისის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე იოანე ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შეფასებას აკეთებს.

უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ, -ასე ეხმაურება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი ჟურნალისტების მიერ ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

ის მიიჩნევს, რომ ფილმის პრემიერაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს.

„არც ერთი რელიგია ამ ცოდვას არ იწყნარებს. ეს ღვთისაგან დაგმობილია. ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენ ამ უმძიმესი ცოდვის პროპაგანდას არასდროს გავიზიარებთ. არ გვესმის, მაინც და მაინც სიბინძურე რატომ უნდა გაცხადდეს და არა სიწმინდე?! რატომ აკეთებთ ამას, ჩემთვის გაუგებარია. თქვენ წამლავთ მოზარდ თაობას, როცა სიბინძურის, სიბილწის, გარყვნილების ან პათოლოგიური დანაშაულის, ან შეიძლება პათოლოგიური დარღვევის პროპაგანდას ეწევით?! ჩემთვის ეს გაუგებარია“, – განაცხადა მეუფე იაონემ.