საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი გასულ წელს დაფიქსირდა

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (საქართველოს მოქალაქე) 2018 წელს დაფიქსირდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნის მოქალაქე ემიგრანტებს, მათი უმრავლესობა რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები არიან. 2015-2018 წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტების 57% კაცია.

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ვიზაზე შეტანილი განაცხადების საერთო რაოდენობა 2010 წლიდან 2017 წლამდე მზარდი იყო. თუმცა, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ , შენგენის ვიზებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

2017-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიაში(142 410 მოქალაქე), იტალიასა (83479 მოქალაქე) და საბერძნეთში (71 696 მოქალაქე) განხორციელდა.