გარდაბნის მუნიციპალიტეტში პროექტში „ახალგაზრდული იდეა ურბანული განვითარებისათვის“ გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
პროექტის ფარგლებში გარდაბანში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ქალაქის განვითარების ხელშეწყობისთვის პროექტები შეიმუშავეს.
პროექტში ახალგაზრდების მიერ დაკომპლექტებული 3 გუნდი იყო ჩართული, რომლებმაც მუნიციპალიტეტისთვის საჭირო სამი პროექტი წარმოადგინეს.
დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ კენჭისყრის საფუძველზე ,გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
როგორც პროექტის მენტორი tv4-თან საუბარში აცხადებს , პროცესში ადგილობრივების ჩართულობა მაღალია.
პროექტი, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით -ცაგერში, გარდაბანში, ჭიათურაში,ტყიბულსა და ხაშურში ხორციელდება.
პროექტების პრეზენტაცია გარდაბანში 29 ოქტომბერს გაიმართა.