ფიროსმანის ქუჩაზე, კომპანია “ინტერტრანსის” ოფისთან მიკროავტობუსების მძღოლები აქციას მართავენ. როგორც მძღოლები აცხადებენ,ისინი საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებას აპროტესტებენ და აცხადებენ,რომ მგზავრებმა მათ ბოდიში უნდა მოუხადონ.
კერძოდ,საუბარია, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო- მასალაზე, რომელსაც მოქალაქეების მხრიდან მძღოლების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა.
მძღოლების თქმით, მგზავრობის სერვისში არსებული პრობლემები, მათგან არ მომდინარეობს და საზოგადოების აგრესია მათ მიმართ არასამართლიანია.
მათვე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ საზოგადოება აგრესიულ დამოკიდებულებას არ შეიცვლის, ისინი გაფიცვებს მოაწყობენ.