საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე: ზურაბ ტუხიაშვილი, რამაზ ზადიშვილი და დავით მიშელაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამივე მათგანი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი დღის წინ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკა.

შეგახსენებთ,ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი სოფელ კოდისწყაროს განაპირას დააკავეს, რაც შეეხება დავით მიშელაშვილს, ის გრემისხევიდან გაიტაცეს.

რაც შეეხება ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.