პროკურატურის შენობას ბოქლომი დაადეს

ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადო.

მანამდე, მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შორის, რადგან სამართალდამცველები აქტივისტებს არ აძლევდნენ უფლებას, ბოქლომი პროკურატურის კარზე დაედოთ.

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მალხაზ მაჩალიკაშვილსა და სამართალდამცველებს შორისაც.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ადამიანები, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილი, სამართალს უშედეგოდ ეძებენ.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების ინფორმაციით, ისინი პოლიტიზირებულ უწყებას და პროკურატურის უსამართლო გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

ფოტო:1tv.ge