რუსთავში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებული მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა დღეს 12 საათზე ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია „მერსედესის“ მარკის ავტომობილში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც მანქანის აფეთქება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 27 წლის მამაკაცი კლინიკაში სხეულზე 2-3 ხარისხის თერმული დამწვრობით შეიყვანეს, როგორც ექიმმა ტვ4-ს განუცხადა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის სახლში განაგრძობს მკურნალობას.