რუსთავის ქიმიკოსთა სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავის ქიმიკოსთა სახლში ხანძარი ლიკვიდირებულია.ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა რუსთავის ქიმიკოსთა სახლის შენობაში. ადგილზე ოთხი სახანძრო -სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.

ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობაში არავინ არ იმყოფებოდა.

მათივე ინფორმაციით, დამწვარია შენობის სამი ოთახი.