რუსთავის ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი გამოცხადდა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ინფორმაციით,ფილიალებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი გამოცხადდა. სააღმზრდელო დაწესებულებებში ნებაყოფლობითი დასწრება 6 ნოემბრიდან 18 ნოემბრამდე განისაზღვრა.

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა tv4-თან საუბრისას განაცხადა, ბაღებში თავისუფალი დასწრების გამოცხადება,ფილიალებში გათბობის სისტემის შემოწმების აუცილებლობას უკავშირდება. კერძოდ,გაერთიანების ადმინისტრაციას გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის ოფიციალური შეტყობინება ჯგუფებში დამონტაჟებული გამათბობლების უსაფრთხოების ყოველწლიური, გეგმიური შემოწმების გასავლელად გაგზავნილი აქვს.შემოწმების შემდეგ, ბაღებში გათბობა ეტაპობრივად ჩაირთვება.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ,იმის გათვალისწინებით,რომ შემოწმების გარეშე, ბაღებში გათბობის სისტემა ვერ ჩაირთვება, ადმინისტრაციამ სააღმზრდელო დაწესებულებებში დროებით ნებაყოფლობითი დასწრება გამოაცხადა.