დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 46 მლნ 306, 4 ლარით განისაზღვრა.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მე-8 მიკრორაიონში N34-ე ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 1 200 000 ლარი დაიხარჯება.
დღესვე ,ცნობილი გახდა ,რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გათბობის სისტემის მოწესრიგება დაფინანსდება და კვების ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხებიც მოიმატებს.
დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია, რომლის შესასრულებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 1 500 000 ლარია გათვალისწინებული, ასევე დაგეგმილია ჭყონდიდელის დასახლებაში ე.წ. ტკეჩის სახლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და სახურავების გადახურვა.
370 000 ლარამდე გაიზრდება სოციალური პროექტებისთვის განკუთვნილი თანხებიც. ამ მიმართულებით პრიორიტეტად მრავალშვილიანი ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების კვების დაფინანსების გაზრდა მიიჩნევა. ბიუჯეტის პროექტი მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა.