ჭყონდიდელის დასახლებაში ნეკროსოვის ქუჩაზე ხანძარი ,კერძო ბინაში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ,სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.
საცხოვრებელ სახლში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, სამაშველო სამსახურის დახმარებით, მათი ბინიდან გამოყვანა დროულად მოხდა.
შემთხვევის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს ჭყონდიდელის დასახლების ნაწილს. როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” tv4-ს განუცხადეს, საგანგებო სამსახურის ნებართვის შემდეგ, კომპანიის ჯგუფი ადგილზე მუშაობას დაიწყებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.