ხანძარი ავსტრალიაში-დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

„ბიბისის“ ინფორმაციით,ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, დაკარგულია ოთხი ადამიანი.

ქუინსლენდსა და ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძარს ამ დროისთვის 1300 მეხანძრე ებრძვის, თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ სტიქიასთან ბრძოლაში შესაძლოა სამხედროებიც ჩაერთონ.

სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მსხვერპლი კიდევ გაიზრდება, ვინაიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკარგულების პოვნა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია 150-ზე მეტი სახლი. ათასობით ადამიანს კი საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის 100-ზე მეტი კერა არსებობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს ხელს.