ავსტრალია რამდენიმე დღეა მასშტაბურ ხანძარს ებრძვის (+ფოტო)

ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროების უზარმაზარი ტერიტორია , სიდნეის გარეუბნების ნაწილის ჩათვლით ხანძარს ებრძვის.

ახალი სახმრეთ უელსის შტატში,სადაც დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს,85-ზე მეტი ცეცხლის კერაა.

ავსტრალიის კონსერვატიულმა მთავრობამ უარყო მოსაზრება, რომ ხანძარი კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია.

“ჩემი მთავარი საფიქრალი ამ დროისთვის გახლავთ ის ადამიანები, რომლებმაც ხანძრის შედეგად თავიანთი სიცოცხლე და ოჯახის წევრები დაკარგეს”, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმინისტრმა.

მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, დატოვონ თავიანთი სახლები, სანამ ხანძრის ლოკალიზება არ მოხდება. ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი სკოლა დახურულია.