ავტომობილის აალების შედეგად 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი დაიღუპა ზუგდიდში.

გავრცელებული ინფორმაციით,ავტომობილი გზის  სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა, რის შედეგადაც აალდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.