ავტოსაგზაო შემთხვევა-ქობულეთში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა სოფელ მუხაისტატეს ე.წ პირველ ქუჩაზე მოხდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავარია ერთ–ერთი მანქანის სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია არიან პოლიციის თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექით დაიწყო.
წყარო: პრაიმტაიმი