ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი სხეულის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ,თბილისში,უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გარე განათების ბოძს დაეჯახა, რა დროსაც ტრანსპორტი ამოტრიალდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო მისი მგზავრი დაშავდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.