ავტოსაგზაო შემთხვევა-10 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც „იაშვილის“ კლინიკაში tv4-ს განუცხადეს, 10 წლის ბიჭი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ,უგონო მდგომარეობაშია და აპარატზეა შეერთებული.

მათივე ინფორმაციით, მოზარდს ლავიწის ძვლის მოტეხილობა,თავის ტვინის დაზიანება და ფილტვის დაჟეჟილობა აღენიშნება.

შეგახსენებთ,ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე გუშინ საღამოს საათებში მოხდა. დაიღუპა 2 და დაშავდა ხუთი ადამიანი. დაშავებულებიდან ერთ-ერთი,ათი წლის მოზარდი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებიდან, გუშინ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.