ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 10 წლის ბიჭს კლინიკიდან გაწერენ

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც tv4-ს იაშვილის ბავშვთა კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ნეირო მეცნიერების განყოფილებაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბავშვი უახლოეს დროში ბინაზე გაიწერება.

შეგახსენებთ,ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე 10 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. დაიღუპა 2 და დაშავდა ხუთი ადამიანი. დაშავებულებიდან ერთ-ერთი,ათი წლის მოზარდი ქალაქის სამედიცინო დაწესებულებიდან, გუშინ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.