ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ერთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.