საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ჩართვის პრევენციის მიზნით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილება შევიდეს . კერძოდ, ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებაში დასაქმების მსურველს,იმის დადასტურება,რომ აზარტულ თამაშებში ჩართული არ არის ,ცნობით დასჭირდება.
პროექტის მიხედვით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაქმებული პირი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რაც შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს .
ცვლილება სახელმწიფო მოხელეებს აზარტულ და მომგებიან თამაშობებში ჩართვას აუკრძალავს. კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.