სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „გავიგუდეთ“ აქცია „ტექნოგენური თაობის დასასრული” სოკოს საწარმოსთან გამართა. მეტალურგიიდან ავტომობილებით და სიგნალებით სამოქალაქო აქტივისტებმა “თეთრ ქუდთან”გადაინაცვლეს და წარმოების პროცესი გააპროტესტეს. ამ წუთებში აქციის ორგანიზატორები და რიგითი მოქალაქეები საწარმოსთან იკრიბებიან.
მათი თქმით, თუ საწარმოო პროცესი სტანდარტების დაცვით არ განხორციელდება აქცია ფართო მასშტაბებს შეიძენს.
ისევე როგორც რუსთავში მოქმედ ქარხნებს, მოქალაქეებმა პრობლემის მოსაგვარებლად, ტექნიკური მოწყობილობების დასამონტაჟებლად,სოკოს საწარმოსაც 5 დღიანი ვადა დაუწესეს.