აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას ამაღამვე აპირებენ

ოპოზიციის ინფორმაციით,რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას ამაღამვე აპირებენ.

„პიკეტირება დღეს საღამოს იქნება. აქციის პარალელურად დავიწყებთ პიკეტირებისთვის მომზადებას“, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს, აქციის მონაწილეებს ხელი არ შეუშალონ.

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პუფები მიიტანეს. “ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე აეწყობა ეკრანი და აქციის პარალელურად, მოეწყობა პანელი, სადაც ხალხი დისკუსიებს და პრეზენტაციებს გამართავს.