აქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

რუსთავის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მეტალურგიასთან გადაინაცვლეს. სამოქალაქო აქტივისტებმა პეტიციის შეგროვება დაიწყეს ,რომელსაც რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს პაატა მხეიძეს წარუდგენენ.

ორგანიზატორების თქმით,ისინი საწარმობთან ჰაერის მონიტორინგის აპარატურას დაამონტაჟებეენ.

საწარმოებს სამოქალაქო აქტივისტები ხუთ დღიან ვადას აძლევენ. მათი თქმით,საწარმოების ხელმძღვანელობამ ადგილობრივებს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ,აპირებენ თუ არა საწარმოო პროცესში შესაბამისი ფილტრების დაყენებას.

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა „გავიგუდეთ“ აქცია „ტექნოგენური თაობის დასასრული“ მერიის მიმდებარედ გამართეს და მსვლელობით მეტალურგიასთან გადაინაცვლეს.

აქციას სოციალური ჯგუფის “დაემგზავრე” წევრები შეუერთდნენ.