32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ ტყეში იმყოფებოდა. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.