ბათუმში მუშა მშენებლობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 26 მაისის ქუჩაზე ,ახალაშენებული კორპუსის ფასადზე მუშაობის დროს მოხდა.

როგორც ცნობილია, კორპუსზე დამაგრებული გარე ლიფტი მოწყდა, რის შედეგადაც მე-10 სართულიდან 30 წლის მამაკაცი გადმოვარდა.