ბაღებში გათბობა ჩართულია-თავისუფალი დასწრება დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა  ფილიალს ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგა. ე.წ დეტექტორების დამონტაჟების შემდეგ, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ ფილიალებში ბუნებრივი აირის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიალებში გათბობის საკითხთან დაკავშირებით პრობლემა აღარ არის, გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით ,თავისუფალი დასწრების რეჟიმი, მშობლების თხოვნის საფუძველზე დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.