მშობელთა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დღეს ტვ4-თან განცხადება გააკეთა.
ეკა ხუციშვილის განცხადებით ,გაერთიანების ადმინისტრაციას გაზგამანაწილებელი კომპანიისთვის უსაფრთხოების ყოველწლიური, გეგმიური შემოწმების გასავლელად შეტყობინება გაგზავნილი აქვს, სადაც ჯგუფებში დამონტაჟებული გამათბობლების დეტალური ინფორმაციაა შეტანილი. გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, კომპანიის მხრიდან შემოწმების დასრულების შემდეგ, ბაღებში გათბობის სისტემის ჩართვა ეტაპობრივად დაიწყება.