ბაღებში გათბობის სისტემა ხვალიდან ჩაირთვება

რუსთავის ბაღებში CO-ს აღმომჩენი დეტექტორები დამონტაჟდა. სპეციალური მოწყობილობის მონტაჟი ფილიალებში ამ წუთებში მიმდინარეობს და დღის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად ბაღებში გათბობის სისტემა ხვალიდან ჩაირთვება.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში tv4-ს განუცხადეს, გაერთიანებამ 150 ცალი დეტექტორი შეიძინა, რისთვისაც  5 000 ლარის ოდენობით თანხა დაიხარჯა.

გაერთიანების ცნობით, დეტექტორები იმ ფილიალებში დამონტაჟდება, სადაც ე.წ კარმის ტიპის გამათბობელია დამონტაჟებული. საფრთხის არსებობის შემთხვევაში,დეტექტორის მონიტორინგის შედეგად, ფილიალში სიგნალიზაცია ჩაირთვება.

დეტექტორები საჭიროების მიხედვით, გაერთიანების 15 ფილიალში დამონტაჟდება.