ბოლნისის თეატრის სცენას უილიამ შექსპირის უკვდავი პიესა ,,ჰამლეტი” უბრუნდება

წარმატებული პრემიერის შემდეგ მოსახლეობის მოთხოვნით მხოლოდ სამი დღით, ბოლნისის თეატრის სცენას  უილიამ შექსპირის უკვდავი პიესა ,,ჰამლეტი” კვლავ უბრუნდება.

ლაშა ნოზაძის რეჟისურით, ბოლნისის თეატრალური დასი სპექტაკლის განსხვავებულ ინტერპრეტაციას წარმოგვიდგენს.

ინტერაქციული დადგმა, განსხვავებული სცენოგრაფია და მსახიობების გამორჩეული შესრულება კლასიკურ პიესას პოსტმოდერნისტულ ელფერს აძლევს.

სპექტაკლი 28,29, და  30 ნოემბერს  19 საათზე გაიმართება.