ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალიჭში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდა. მთავარი გზის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში 2400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე მოეწყო.
ბოლნისის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, კონსტანტინე კორძაძის განცხადებით, სანიაღვრე სისტემა ადგილობრივ მოსახლეობას უხვი ნალექის დროს დატბორვისგან დაიცავს. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე ქსელის მოწყობა რეგიონული პროექტების განვითარებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოებისთვის ჯამში 750 000 ლარი დაიხარჯა.