ბოლნისში ახლადრეაბილიტირებული ბაგა-ბაღი საზეიმოდ გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ახლადრეაბილიტირებული  მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღი საზეიმოდ გახსნა. სააღმზრდელო დაწესებულება მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ბაღის კოლექტივთან და მშობლებთან ერთად გახსნეს.

2019 წელს სააღმზრდელო დაწესებულებას  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ,მოეწყო სველი წერტილები, ეზო, გამოიცვალა სახურავი, განახლდა ბაღის ინვენტარი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით,ბაგა-ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებს  სრულად შეესაბამება .