რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან “ევროპული საქართველოს” წევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დედაქალაქში მიმდინარე აქციების პარალელურად, პაატა მხეიძის ბიუროზე ბოქლომის დადებას აპირებენ.
როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება ,ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები,რომლებიც ოპოზიციას ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.
ადგილზე სიტყვიერ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები სამართალდამცველებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბიუროსთან მივიდა თავად მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე,რომელიც აქციის მონაწილეებს შეხვდა. პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი ოპოზიციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და აღნიშნა,რომ საკანონმდებლო ორგანოში, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნისთვის სწორი არჩევანი იყო,რაზეც ოპოზიციამ დეპუტატს უპასუხა,რომ ეს არა მისი ,არამედ პარტიის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.
შეგახსენებთ, დედაქალაქში ოპოზიცია აქცია -პერფორმანსის სახით პროტესტს სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომის დადებით გამოხატავს. პაატა მხეიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.