ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი არასრულწლოვანი მოიწამლა-შემთხვევა ვარკეთილში, გაქირავებულ ბინაში მოხდა.
„თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა აკრძალული, ღია კამერიანი გამათბობლიდან მოხდა.
ბავშვები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება.
„თბილისი ენერჯიში” აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, კომპანიამ ერთხელ უკვე ჩაჭრა საშიში დანადგარი, რომელიც მოგვიანებით, თვთნებურად ქსელზე კვლავ მიაერთეს .
„თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, სტატისტიკურად, მოწამვლის და გარდაცვალების 70 პროცენტი გაქირავებულ ან დაგირავებულ ბინებში ხდება, სადაც ბინის მეპატრონეები არ იცავენ გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესებს და ღია კამერიან დანადგარებს ამონტაჟებენ.