ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა რუსთავში,ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. შემთხვევა წუხელ, ჩოხელის ქუჩაზე მოხდა.
როგორც კლინიკა “რუსთავში” tv4-ს განუცხადეს, კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი ზრდასრული პირი და ოთხი მცირეწლოვანი გუშინ ,დღის მეორე ნახევარში შეიყვანა. მათ აირის ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ.
როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და პაციენტები კლინიკიდან უკვე გაწერეს.
ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ,ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარიდან CO-ს გაჟონვა გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას “სოკარში” არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნულ მისამართზე გამოძახება არ დაფიქსირებულა,შესაბამისად პროცესში მათი ჩართულობაც არ ყოფილა. მათივე ინფორმაციით, საკითხით კომპანია დაინტერესდება და კონკრეტულ მისამართს შეამოწმებს.