გაგარინის ქუჩის კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ რუსთავში წლების განმავლობაში ამორტიზებული გაგარინის ქუჩის კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც ცნობილია, გაგარინის ქუჩაზე კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ახალი ორფენიანი ასფალტის საფარი , გზის ორივე მხარეს  საფეხმავლო ბილიკი და ბორდიურები გაკეთდა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, ქალაქ რუსთავში გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის ბეტონის საფარის და სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სახელშეკრულებო ღირებულება 2  944 307 ლარს შეადგენდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია  “შპს გზამ”  შეასრულა. სამუშაოები  23 აპრილს დაიწყო და 9 ნოემბერს დასრულდა.