“გავრილოვის ღამიდან” 5 თვის შემდეგ გიორგი სულაშვილი დაზარალებულად ცნეს

20 ივნისს , ” გავრილოვის ღამეს” დაშავებული გიორგი სულაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად მომხდარიდან 5 თვის შემდეგ ცნო.

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი გიორგი სულაშვილი”, — ნათქვამია განცხადებაში.

20-21 ივნისის ღამეს დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ორმა — მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს. რაც შეეხება მაკო გომურს, ის დაზარალებულად 11 ნოემბერს ცნეს.