პროექტი “გაიცანი შენი ქალაქი” დაიწყო

პროექტის “გაიცანი შენი ქალაქი” ფარგლებში, ქალაქის მერი, ახალგაზრდებთან ერთად რუსთავის ღირსშესანიშნაობებს  და სხვადასხვა საინტერესო ობიექტებს ათვალიერებს.

ამ წუთებში, N24 გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლეები, ქალაქის პირველ პირთან ერთად, რუსთავის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმყოფებიან და მეხანძრე-მაშველების მუშაობის სპეციფიკას ეცნობიან.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები ქალაქის მერთან ერთად, რუსთავის საპატრულო პოლიციაში, რუსთავის ციხეზე, ქალაქის პირველ ტაძარში, ხარების ეკლესიაში და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში იმყოფებოდნენ.

ექსკურსიის დასკვნითი ეტაპი  სპორტული და შემეცნებითი აქტივობები იქნება.