გამოსახლება-დაპირისპირება ოჯახსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის

დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ ოჯახს შორის დაპირისპირება მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა ბინა იპოთეკით დატვირთა და მას შემდეგ, რაც თანხის გადახდა ვერ შეძლო, ბინა აუქციონზე 20 000 დოლარად გაყიდა.

ოჯახის წევრები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბინაში დარჩენას ითხოვენ და ამის სანაცვლოდ, მეპატრონეს 10 000 დოლარს ჰპირდებიან.  მეპატრონე ამ პირობებზე თანახმა არ არის. 

კორპუსთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.